|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალმომარაგების კომპანია: "2015 წლის ბოლომდე საქართველოში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება"

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე 2015 წლის ბოლომდე გადავა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტომა, არჩილ ცაბუკაშვილმა დღეს გამართულ სემინარზე მიაწოდა.

ჟურნალისტებისათვის სემინარი თბილისში, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
არჩილ ცაბუკაშვილის განცხადებით, 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია აზიის განვითარების ბანკისა და "კოქსის" პროექტის ფარგლებში განახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ 2013 წლის ბოლომდე სამუშაოებისთვის ქვეყნის მასშტაბით 130 მილიონი ლარი დაიხარჯება. საერთო ჯამში კი, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად 40 მილიონია განსაზღვრული. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა