|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარეზერვო ფონდიდან "პატივცემული" "ნაციონალების" კოორდინატორები

ქუთაისის მერიის  პროგრამა "კორპუსში" ჩართული პირებისათვის საჩუქრების უზრუნველყოფა ერთ–ერთი მიმართულებაა, რომელზეც 2012 წელს ქალაქის მერის ნახევარ მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან თანხები  გაიცა.

როგორც newpress-მა გაარკვია, 2012 წელს ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან "კორპუსის" თანამშრომლებზე –  ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 1000–მდე  თავმჯდომარისათვის სააღდგომო  ნობათების გადასაცემად 25 ათას  800 ლარი დაიხარჯა.

მერიისგან მიღებული სასაჩუქრე პაკეტი პასქას, წითელ კვერცხებს, ერთ ბოთლ ღვინოს, შოკოლადსა და ხატს მოიცავდა.

როგორც ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, მსგავს საჩუქრებს აღდგომის გარდა, ისინი ახალ წელსაც იღებენ.

აღნიშნული პირებისათვის სააღდგომო თუ საახალწლო საჩუქრების გაცემის კრიტერიუმს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეთა უმრავლესობა საარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და  საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლები არიან.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა "კორპუსში"  ჩართული პირების საქმიანობასა და  აღნიშნული პროგრამის  7 მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა პოკურატურას მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსთან.

კახა ხვარეშია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გასულ კვირას მოწმის სტატუსით დაიკითხა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა