ქუთაისი "გაზ-24"-ებს ემშვიდობება
ქუთაისში, გორას დასახლების მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, ე.წ. "გაზ 24"-ებს მსუბუქი მიკროავტობუსები ჩაანაცვლებს.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გორას დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძვველზე
მიიღეს.
ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის დავით კბილაშვილის თქმით, მოსახლეობის უკმაყოფილების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ ისინი „გაზ-24“-ებს მგზავრობისათვის არაკომფორტულად თვლიან.
ამ ეტაპზე დასახლების მიმართულებით 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს. როგორც კბილაშვილი ამბობს, მათ ნაცვლად მოსახლეობას ორი ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება.
„ჩვენ შევთავაზეთ მძღოლებს, რომ შემოეყვანათ მცირე, 10-ადგილიანი ავტობუსები. წინააღმდეგობა
მათაც არ გამოუთქვამთ და ორი თვე ითხოვეს იმისათვის, რომ ტრანსპორტის საკითხის მოგვარება
შეძლონ," - ამბობს კბილაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე