|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სამაშველო სამსახური მაშველებს საჭიროებს

ქუთაის­ში სახან­ძრო სამ­სახურს ნების­მი­ერ კრი­ტი­კულ სი­ტუ­­ცი­­ში იძახებენ. მი­ზე­ზი, რო­გორც ირ­კვე­ვა, მაშ­ველ­თა კა­ტე­გო­რიებისა და ადა­მი­­ნუ­რი რე­სურ­სის ნაკ­ლებობაა.

„კა­რის ჩა­კეტ­ვის გა­მო­ძახებაზეც კი, სახან­ძრო მაშ­ვე­ლი უნ­და გა­ვუშ­ვათ. რად­გან, ცალ­კე მაშ­ვე­ლი არ გვყავს", - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ელ­გუჯა ბან­ძა­ლა­ძე.

ქუ­თა­­სის  მე­რი­ის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურს 83 კა­ცი­­ნი სახან­ძრო მაშ­ველ­თა ჯგუ­ფი ემ­სახურება. სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­მა­ტებით, 21 კა­ცი­­ნი მაშ­ველ­თა ჯგუ­ფის შექ­მნაა აუ­ცი­ლებელი, რო­მე­ლიც სხვა­დასხვა გა­მო­ძახებებზე ოპე­რა­ტი­­ლად და ორ­გა­ნი­ზებულად  იმუ­შა­ვებს.

„დაგ­ვი­­ნება შე­იძ­ლება იმ შემთხვე­ვა­ში მოხდეს, თუ თვი­თონ მო­ქა­ლა­ქემ და­აგ­ვი­­ნა გა­მო­ძახება. სა­გან­გებო შემთხვე­ვების დროს სახლებიდან გა­მოგვყავს ის მეხან­ძრეები, რომ­ლებიც მო­ცე­მულ მო­მენ­ტში არ მუ­შაობენ. რო­გორც კი და­ფიქ­სირ­დება ზა­რი, ქა­ლა­ქის ნების­მი­ერ, ყვე­ლა­ზე შორ წერ­ტილ­ზე მი­სას­ვლე­ლად სახან­ძროს მაქ­სი­მუმ 5 წუ­თი სჭირ­დება," - ამბობს მე­რი­ის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურის უფ­რო­სი კახა მა­ჩი­ტი­ძე.

მაშ­ველ­თა არა­საკ­მა­რის რა­­დე­ნობის გარ­და, სა­გა­­გებო სი­ტუ­­ციების  სამ­სახურ­ში კად­რების პრო­ფე­სი­­ნა­ლიზ­მზეც ამახვი­ლებენ ყურად­ღებას.

„ძი­რი­თა­დად, სამხედ­რო ჯარ­ში ნამ­სახურები კად­რები და ყოფი­ლი სპორ­ტსმე­ნები გვყავს სახან­ძრო მაშ­ვე­ლებად.  რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სებობს სახან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სას­წავ­ლებელი", - ამბობს ელ­გუჯა ბან­ძა­ლა­ძე.

სამხედ­რო სამ­სახურ­ში მუ­შაობის გა­მოც­დი­ლება, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მები,  გაბედუ­ლობა და სის­წრა­ფე - ეს ის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­­მებია, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც ქუ­თა­ის­ში, სახან­ძრო მაშ­ვე­ლები ირ­ჩე­ვა. უკ­ვე არ­ჩე­­ლი კად­რის სწავ­ლება, მხოლოდ სახან­ძრო კიბის ე.წ. სახან­ძრო კოშ­კზე ატა­ნა-ჩა­მო­ტა­ნით შე­მო­­ფარ­გლება.  

სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურ­ში ირ­წმუ­ნებიან, რომ მაშ­ველ­თა სიმ­წი­რე არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სებით არის გა­მოწ­ვე­­ლი. „ი­მა­ზე მე­ტი მაშ­ვე­ლის აყვა­ნის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებლობა ჩვენს სამ­სახურს არ აქვს, ვიდ­რე ახლა ჰყავს", - აღ­ნიშ­ნავს ბან­ძა­ლა­ძე.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახურის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 1 მლ 834 000 ლარს შე­ად­გენს, ხოლო  გა­სულ  წელს სამსახურისთვის  1 მლნ 675 ლა­რით იყო გან­საზ­ღვრუ­ლი.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა