ემუქრება თუ არა ქუთაისის ცენტრს "მუზეუმის ფუნქციის" შეძენა? [Video]
ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე, ეკონომიკური საქმიანობისთვის გათვლილი ფართების უმრავლესობა, დღემდე ცარიელია. დანიშნულების გარეშე დარჩენილ, დაკეტილ და შემინულ ოთახებს წარწერა - ,,ქირავდება", დიდი ხანია, რაც უიმედოდ აწერიათ.
ქალაქის ცენტრში, დამქირავებლის მოლოდინში არსებული ფართების სიცარიელეს, ადგილზე მყოფი მეწარმეები, არაგონივრული ფასებით ხსნიან. მათი აზრით, ეკონომიკური „აღორძინებისთვის" რეაბილიტირებული ტერიტორია, სწორედ ამიტომაც გახდა უმოძრაო და წამგებიანი.
"აქ ყველაფერს ისეთი ფასი აქვს, რომ წინასწარვე ხვდები ადამიანი, შემოსავალს, რომ გასავალი გადაფარავს," - განმარტავენ ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მყოფი მეწარმეები.
„ვფიქრობთ, მალე ქუთაისის ყველაზე აქტიური ნაწილი, მხოლოდ მუზეუმის მნიშვნელობას შეიძენს", - ამბობენ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მყოფი მიკრო მეწარმეები.
"ეს მიწა დარჩებათ მაგათ და დაეყარათ გულზე," – აცხადებენ ადგილობრივები.
ქუთაისში მიწის ნორმატიული ფასის გაზრდის გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო, რომლის მიხედვით ქალაქის ცენტრში 1კვ. მიწის ფასი 140 ლარიდან 600 ლარამდე გაძვირდა.
ავტორი: ანა ჯანაშია