რაზე ითათბირა მივლინებიდან დაბრუნებულმა ქუთაისის მერმა?
ქუთაისის მერი, ბესიკ ბრეგაძე ორკვირიანი მივლინების შემდეგ, სამსახურს დღეს დაუბრუნდა.
მერიის პრესსამსახურში
აცხადებენ, რომ ქალაქის პირველმა პირმა სამუშაო დღე სამსახურის უფროსებთან თათბირით დაიწყო, რის გამოც, დატვირთული რეჟიმი აქვს და მასთან შეხვედრა ჯერ ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგაძის მივლინებაში ყოფნის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ქალაქის მერის შეცვლის თაობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, გიგა გიორგაძე მოიაზრება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა