გია თევდორაძე: "ხელისუფლებას შუალედური არჩევნების სახით გამოცდა ელოდება"
„ნაციონალების“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დღეს ბაღდათში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის ბაღდათში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ წიქორიძე იქნება. კანდიდატის წარდგენა დღეს, სავარაუდოდ „ნაციონალების“ პარტიულ ოფისში მოხდება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, წიქორიძე გამოცდილი კადრია და მან კარგად იცის ბაღდათის პრობლემატიკა. თევდორაძე კანდიდატის წარმატებაშიც დარწმუნებულია.
„კანდიდატების თვისებები, მათი გამოცდილება და 9 წლის განმავლობაში „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ბაღდათსა და სამტრედიაში გაკეთებული საქმეები ვფიქრობთ, გამარჯვებისათვის კარგი საწინდარი იქნება. ხელისუფლებას კი შუალედური საპარლამენტო არჩევნების სახით გამოცდა ელოდება,რამდენად შეძლებს ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას,“ – ამბობს გია თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 27 აპრილს, იმერეთსი ორ ოლქში–ბაღდათსა და სამტრედიაში გაიმართება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე