|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარციხჰესში მცხოვრებ პედაგოგს გზის გამო სკოლაში აგვიანდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვარციხჰესის დასახლებაში მაცხოვრებლებმა ამორტიზებული გზის აღდგენის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

მოსახლეობის განცხადებით, 4 კილომეტრიანი დასახლების გზა საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ არც ერთ ხელისუფლებას არ შეუკეთებია.

აქციის მონაწილეებმა ამორტიზებული გზის გამო გადაადგილების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება და ხელისუფლებას გზის აღდგენისაკენ მოუწოდეს.

„მასწავლებელი ვარ და სკოლაში მიწევს სიარული. ქუთაისიდან ჩვენს დასახლებამდე მოსასვლელად 15 წუთია საჭირო. თუმცა იმის გამო რომ გზა არ ვარგა, ხშირად ერთი საათი გვჭირდება, რის გამოც სკოლაში მაგვიანდება. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციოს,“ – ამბობს ვარციხჰესის დასახლებაში მცხოვრები მარინე მაისურაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა