|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა უჭირთ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში დაახლოებით 4 ჰექტარამდე ტყის ფართობი იწვის.

ადგილზე იმყოფებიან ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. თუმცა რთული რელიეფის გამო მეხანძრეები ხანძრის წერტილამდე მისვლას ვერ ახერხებენ და ცეცხლის ლოკალიზებას ხელკეტებით ცდილობენ. გარდა ამისა, მეხანძრეების მუშაობას ძლიერი ქარიც ართულებს.  

მეხანძრეები ხანძრის გამომწვევ ერთ–ერთ მიზეზად ადგილობრივების დაუდევრობას ასახელებენ, თუმცა მათი თქმით, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის მიღწევის საფრთხე არ არსებობს, რადგან  დასახლებული პუნქტი  ხანძრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით არის.

ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელთა თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ლოკალიზებას ვერ შეძლებენ, ხვალ თბილისიდან დამატებით  ძალას გამოიძახებენ.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა