|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში სპექტაკლი კვლავ გაიმართება

მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გრძელდება.

თეატრის წარმომადგენელთა თქმით აქციის ფარგლებში 11 აპრილს გაიმართება მესამე სპექტაკლი „წვიმიდან მოსული“ (ლაშა თაბუკაშვილის პიესების მიხედვით).

სპექტაკლს ამჟამად მესხიშვილის თეატრთან არსებული სასკოლო ახალგაზრდული თეატრი წარმოადგენს.

შემოსული თანხები გადაირიცხება მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე.

მესხიშვილის თეატრში საქველმოქმდო აქციის ფარგლებში მანამდე ორი სპექტაკლი „ბლეზი“ და „შემოსავლიანი  ადგილი“ გაიმართა. თუმცა, ამ უკანასკნელის ჩვენებამ გუშინ, ფაქტობრივად, მაყურებლის გარეშე ჩაიარა. 

როგორც ცნობილია გიორგი ყორღანაშვილს გადარჩენისათვის ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია – ძვლის ტვინის გადანერგვა. ოპერაციის ღირებულება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მსახიობის მხარდასაჭერად, სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში, 11 აპრილს,  18 საათზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა