|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი მაისიდან თბილისში ბრუნდება?

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლოა თბილისში დაბრუნდეს.

როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დავალება დეპუტატებმა პრემიერ–მინისტრისაგან მიიღეს.  იმის გამო, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, დეპუტატებს დაევალათ პარლამენტის დროებით განსათავსებლად დედაქალაქში ალტერნატიული შენობა შეარჩიონ.  საკანონმდებლო ორგანოს  განთავსების ერთ–ერთ ალტერნატიულ ადგილად კი ეროვნული ბანკის შენობა სახელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებული  მოსაზრებას ახალი არ არის. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაც მოხდა, თუმცა საკითხი შემდეგ დღის წესრიგიდან დროებით მოიხსნა.

 „პარლამენტის თბილისში გადასატანად იქ მზად  უნდა არსებობდეს შესაბამისი შენობა და  ამავდროულად კონსტიტუციაში  ცვლილებები უნდა შევიდეს. მოგვიანებით ვიმსჯელებთ როდის იქნება უპრიანი ამ საკითხს დავუბრუნდეთ, თუმცა პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებული პრობლემა ძალაში რჩება, რადგან შენობა ექსპლოატაციაში მიღებული ჯერაც არ არის და მთავრობასა და პარლამენტს შორის კომუნიკაციაც გართულებულია. კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს და ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია,“ – ამბობს ბესელია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა