|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირმა ნადირაშვილი: "5 000–მდე ადამიანი ლუკმა–პურის გარეშე დარჩა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს.
ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლებაში ადგილი აღარ დარჩა, რომ მათი ახლობლები და მეგობრები არ იყვნენ დასაქმებული.

დეპუტატის განცხადებით, ნეპოტიზმის ერთ–ერთი მაგალითი პოპიაშვილების ოჯახია. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა პოპიაშვილის ქმარი პრემიერ–მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო თავად პოპიაშვილი ორი კვირის წინ სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც ერთ–ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტების მონტაჟი თავის თავზე აიღო.
ნადირაშვილმა აქვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვით, ნადირაშვილი უწყების მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამისათვის კი მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა.
დეპუტატი განმარტავს, რომ სამინისტროს მუქარა მისთვის ლოგიკურია, რადგან მათ არ უნდათ, რომ ოპოზიციამ მსგავსი ფაქტები გააჟღეროს.
„ამ თემებით ვერ გადაფარავენ იმას, რომ 5 000–მდე ადამიანმა დღეს დატოვა სამსახური. ისინი პოლიტიკური ნიშნით დატოვეს ლუკმა–პურის გარეშე. ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში მე გავაგრძელებ ნეპოტიზმის ფაქტების კვლევას,“ – ამბობს ნადირაშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა