უმრავლესობა: "ნაციონალებს" არჩევნების ჩატარების ეშინიათ
საკრებულოებში გამოთავისუფლებული ადგილების შესავსებად, არჩევნების სიხშირის გაზრდაზე უმრავლესობა–უმცირესობა ვერ თანხმდება.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მმართველი ძალის მიერ კანონების არსებულ რეალობაზე მორგებას უწოდებს. უმრავლესობაში კი მიჩნევენ, რომ "ნაციონალებს“ არჩევნების ჩატარების ეშინიათ.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საკრებულოებში სამი მაჟორიტარი წევრის გამოკლების შემთხვევაში შეალედური არჩევნების ჩატარებას წელიწადში სამჯერ ითვალიწინებს.
უმცირესობისა წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს უკანასკნელი თვითმმართველობებზე ზეწოლის გზით არ უნდა ხდებოდეს.
უმრავლესობაში კი ოპონენტებს ურჩევენ, პოლიტიკურ ბრძოლას საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებს ნუ გადააყოლებენ.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაციონალებს“ არჩევნები არ აწყობთ, რადგან გამარჯვების იმედი არ აქვთ.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს დღევანდელ სესიაზე უყრიან. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ უმცირესობა ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე