ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალებს“ 9 დეპუტატი ეთიშება
ქუთაისის
საკრებულოში დეპუტატები „ნაციონალების“
ფრაქციას ტოვებენ.
როგორც
ცნობილი ხდება, „ნაციონალების“ დატოვების გადაწყვეტილება 9 დეპუტატმა მიიღო. მათ შორის არიან კახა ნემსიწვერიძე, რომელიც ფრაქციის
ხელმძღვანელი იყო. ასევე, ნოე კუხიანიძე
და ვიტალი ბოჭორიშვილი, რომლებმაც არჩევნების შემდეგ „ნაციონალობაზე“ რამდენიმე
დღით უარი თქვეს, ხოლო შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ.
ამ
დროისათვის საკრებულოს წევრები მათ მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურად არ
საუბრობენ. თუმცა ცნობილია, რომ ამის
შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებენ.
ინფორმაციას
ამ ეტაპზე არც საკრებულოს აპარატში ადასტურებენ. აპარატის ხელმძღვანელის ვანო ჟორჟოლიანის
თქმით, ამ დროისათვის მათთან დეპუტატების განცხადებები არ შესულა.
ცნობილია,
რტომ „ნაციონალების“ ერთგული 8 დეპუტატი რჩება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე