|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალების" აქციას ქუთაისის მერია სარეზერვო ფონდიდან აფინანსებს?

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან იმ პირებზე იგეგმება თანხების გაცემა, რომლებიც  19 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე წასვლას აპირებენ,- აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა დღეს, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიხედვით  შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც სათანადო ანაზღაურების შეთავაზებით თბილისში, „ნაციონალების“ აქციაზე ხალხს მობილიზებას უკეთებენ.  კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მანანა მანაგაძის თქმით, 19 აპრილი სამუშაო დღეა და ამ დღეს საჯარო მოხელეეები სამუშაო ადგილებზე უნდა იმყოფებოდნენ.

როგორც მანაგაძე ამბობს, კოალიცია 19 აპრილს საჯარო დაწესებულებებში მონიტორინგს განახორციელებს.  ხოლო იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც სამსახურებს უნებართვოდ მიატოვებენ და სამუშაო საათებში აქციაზე წავლენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

მანაგაძის თქმით, „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქცვიას ემსახურება სარეზერვო და ერთჯერადი მატერიალური დახმარების ფონდიდან თანხების გაცემის გახშირებული პრაქტიკა.

„“სარეზერვო ფონდში  მიმდინარე წელს 400 000 ლარი დევს, რაც კანონით მიზნობრივ ხარჯვას ექვმდებარება. ჩვენს სინამდვილეში კი ფონდიდან პირველ სამ თვეში მატერიალური დახმარებების სახით 105 000 ლარია გაცემული. ასევე, სამ თვეში მატერიალური დახმარების ფონდიდან ათვისებულია თანხის 45%, რაც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს,“  ამბობს  მანაგაძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა