|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერს ქალაქი პრივატიზებული ობიექტი ჰგონია“

ევროპული ტურნედან დაბრუნებული ქუთაისის მერი  ქალაქის რეალობას უბრუნდება და ვერ  ვერ აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ რეალობას,“ - აღნიშნულ განცხადებას კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“  წარმომადგენლები აკეთებენ.

კოალიციიის ერთ-ერთი წევრის ზურაბ ხურციძის თქმით, ქუთაისის თვითმმართველობაში პროცესები არადემოკრატიულ და დანაშაულებრივ ხასიათს იძენს. ამის მაგალითად ხურციძე  მერიაში დასაქმებულთა საშტატო ერთეულების უპერეცენდენტო ზრდას, სარეზერვო ფონდის მიზანმიმართულ ფლანგვას,  ქალაქის გადათხრილ  ქუჩებსა და ცენტრალურ მოედანს ასახელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქალაქის მერს გადაეხედა იმ საკადრო თუ ხარჯვითი პოლიტიკისათვის, რაც აშკარად დანაშულებრივ ნიშნებს შეიცავს, ამ კუთხით არაფერი იცვლება. ქუთაისის მერსა და მის გუნდს ქალაქი  დღემდე პრივატიზებული ობიექტი ჰგონიათ.  ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა მერის გადადგომის შესახებ კვლავ ძალაში რჩება,“ - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე ევროპაში, სამშენებლო მასალების გამოფენაზე ორკვირიანი მივლინებით იმყოფებოდა.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა