|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პაციენტის დაღუპვაში ექიმებს ადანაშაულებენ

ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში 36 წლის პაციენტი დაიღუპა.

ლიანა ქველიძის გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.

ლიანა ქველიძის ოჯახის წევრების თქმით, პაციენტი კლინიკურ საავადმყოფოში მიმდინარე წლის 9 მარტს,  ნაღვლის შეტევით მოათავსეს. ქველიძეს ნაღველში კენჭი აღმოაჩნდა, რის გამოც მას 10 მარტს ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ექიმს ერთ-ერთი სადინარი დარჩა ღიად, რის გამოც ნაღვლის წვენი ორგანიზმში იღვრებოდა. აღნიშნულმა კი ორგანიზმის მოწამლვა გამოიწვია.  

როგორ ირკვევა, ამის შემდეგ პაციენტს ოთხი ოპერაცია გაუკეთდა. ლიანა ქველიძეს თირკმლის უკმარისობა განუვითარდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, პაციენტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედინიცის ცენტრში დიალიზის აპარატზე უნდა გადაეყვანათ, თუმცა გარდაიცვალა.

ლიანა ქველიძის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარში ქველიძის ახლობლები ქირურგებს-რეზო ყურაშვილსა და გოჩა ჩარქსელიანს ადანაშაულებენ, თუმცა  სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა