ყოფილმა "ნაციონალებმა" "ნაციონალების" გასაქრობად პარტია შექმნეს
იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ და ყოფილმა „ნაციონალებმა“ ქუთაისში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქალაქო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს.
ახლადშექმნილი პარტია მის მთავარ ამოცანად
პოლიტიკური სცენიდან „ნაციონალების“ გაქრობასა და გამარჯვებული ძალის გვერდით დგომას
ასახელებს.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დავით თარხან-მოურავი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, „ნაციონალები“ სამ კატეგორიად იყოფიან: სისხლისმსმელებად, კაცის მკვლელებად და დადებით პიროვნებებად.
თარხან მოურავი
ამბობს, რომ მან გვერდით „ნაციონალების“ ბოლო კატეგორია შემოიკრიბა, რომლებიც სააკაშვილის
ხელისუფლების 9 წლიან პერიოდს შეწირულები იყვნენ.
ახალი პარტიის დაფუძნების პარალელურად, ქუთაისის საკრებულოში
შექნილი ამავე სახელწოდების 10 კაციანი ფრაქციის პრეზენტაციაც გაიმართა. ფრაქციას,
რომელიც ყოფილი „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ
მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
„ჩვენი ამოცანაა საქართველოს ყველა ქალაქში უმრავლესობით
ავიღოთ ფრაქცია, რადგან საკრებულოებში 10-კაციანი ფრაქცია არავის არ ჰყავს. ჩვენ ამ
დროისათვის არ გვაქვს გადაწყვეტილი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, თუმცა ყველა არჩევნებში
მივიღებთ მონაწილეობას,“ - ამბობს თარხან მოურავი.
„საქართელოს პატრიოტთა ალიანსი“ იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორს, გოჩა თევდორაძეს
ჩააბარა, რომელიც ამბობს, რომ პარტიის განვითარებაზე იზრუნებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე