"კრეატივი"- "ნაციონალებისათვის"
ჯგუფ „კრეატივის“ წარმომადგენლებმა ქუთაისში, საქართველოს
პარლამენტის შენობის წინ თეატრალიზებული აქცია გამართეს სახელწოდებით - „არ წავართვათ
პარლამენტი ქუთაისს“.
გარდა ამისა, „კრეატივმა“ საზოგადოებას 19 აპრილს, თბილისში,
„ნაციონალების“ დაანონსებულ აქციაზე მისვლისა და ევროპული კურსის დაფიქსირებისაკენ
მოუწოდა.
„თეატრალიზებული აქცია ეძღვნება იმას, რომ პარლამენტი
დარჩეს ქუთაისში. გარდა ამისა, ჩვენ ყველას ვეპატიჟებით 19 აპრილს თბილისში აქციაზე,
რადგან ჩვენი არჩევანი არის ევროპა,“ - ამბობს აქციის მონაწილე თამარ იოსელიანი.
„კრეატივის“ ორგანიზებულ აქციას საპარლამენტო უმცირესობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე