|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიცე-გუბერნატორი: "მიზანშეუწონლად მიმაჩნია თანამდებობაზე დარჩენა"

იმერეთის ვიცე–გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის საქმიანობას გამოეთიშა. გოჩა თევდორაძემ  თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

„თვითმმართველობაში არსებული ქაოტური მდგომარეობის გამო, მიზანშეუწონლად მიმაჩნია თანამდებობაზე დარჩენა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება  განცხადების დაწერის შესახებ“, – განაცხადა იმერეთის უკვე ყოფილმა ვიცე–გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ.

მისივე თქმით, ის  ქუთაისში ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის იდეების თანამოაზრეა. რომელიც  რადიკალური  ცვილილებებს განხორცილებას გეგმავას.

თევდორაძის თქმით, ეს არის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,  რომელმაც მისივე თქმით, მოახდინა ქუთაისის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა.

გოჩა თევდორაძის განამრტებით,  გამორიცხული არაა ქუთაისის მერიც შეიცვალოს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა