|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კოჰაბიტაციური" 9 აპრილი ქუთაისში

ქუთაისში, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ოპოზიციაში გადანაცვლებულმა ყოფილმა "ნაციონალებმა" 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მხარეების განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილი ის დღეა, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ადამიანებს აერთიანებთ.

მიუხედავად ამისა, ღონისძიებას პოლიტიკური განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია.

„ეს დღე არის ერთიანობის, გამარჯვების სიმბოლო. დასაწყისი დიდი ბრძოლის. მე მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვისაც საქართველოს მიმართ რუსული მანქანის კეთილდღეობის სჯერა. 1989 წლის 9 აპრილი იმის ნათელი მაგალითია, რა მიზნები ამოძრავებს რუსულ სახელმწიფოს 9 აპრილის მიმართ,“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, 9 აპრილი დიდი ტკივილისა და სიამაყის დღეა.

„დღეს არის ერთად დგომის დღე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „საქართველოს პატრტიოტთა ალიანსმა“ პატივი მიგვეგო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ,“ – ამბობს გოჩა თევდორაძე.

შეგახსენებთ, რომ  1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის ჯარების სპეციალურმა შენაერთებმა ტანკებით, საბრძოლო ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია დაარბიეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა