|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყორღანაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ამჯერად 800–ვე ბილეთი გაიყიდა

გიორგი ყორღანაშვილის მხარდამჭერ საქველმოქმედო სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაყიდულია. 

სპექტაკლი "წვიმიდან მოსული" 11 აპრილს, მესხიშვილის დრამატულ თეატრში, 18:00 საათზე გაიმართება. მას მესხიშვილის თეატრთან არსებული სასკოლო ახალგაზრდული თეატრი წარმოადგენს. 
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მესხიშვილის თეატრმა მანამდე 3 სპექტაკლი გამართა. რომელთაგან პირველ ორს მაყურებელი თითქმის არ ჰყავდა. საქველმოქმედო სპექტაკლზე მხოლოდ რამოდენიმე ბილეთი გაიყიდა. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებამ, როგორც თეატრში აღნიშნავენ "ანტიპიარმა", მესხიშვილის თეატრის 800 ადგილიანი დარბაზი გაავსო გუშინდელ სპექტაკლზე და ყველა ბილეთის გაყიდვის საფუძველი შექმნა 11 აპრილის წარმოდგენაზე. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენდა.
ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყორღანაშვილი უკვე გაემგზავრა ისრაელში სამკურნალოდ, თუმცა მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მას კიდევ 100 000 დოლარამდე სჭირდება.
სპექტაკლებიდან შემოსული თანხა გიორგი ყორრანაშვილის ანგარიშზე ჩაირიცხება

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა