|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ყოფილი ჩინოვნიკები კვლავ მერიაში დაასაქმეს

ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული სამსახურების უფროსები საქმიანობას კვლავ ადგილობრივ თვითმმართველობაში აგრძელებენ.

ქალაქის მერიის კეთილმოწყობის  სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო მაღლაკელიძე შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს. ხოლო მერიის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი კლდიაშვილი ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

ანდრო მაღლაკელიძემ კეთილმოწყობის სამსახური 2011 წელს დატოვა. მას შემდეგ ის აქტიურად ჩნდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ შეხვედრებსა თუ  აქციებზე. რაც შეეხება ვალერი კლდიაშვილს, ის  ტრანსპორტის სამსახურს იმერეთის გუბერნატორად ვახტანგ ბალავაძის დანიშვნის შემდეგ დაემშვიდობა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა