|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიანებისათვის განკუთვნილ დახმარებას 7 სულიანი ოჯახი ვერ იღებს

ქუ­თა­ის­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს (იან­ვრი­დან 4 თებერ­ვლის მდგო­მა­რეობით)   ადგი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან მრა­ვალ­შვი­ლი­­ნებზე ერთჯერა­დი ფუ­ლა­დი დახმა­რების სახით 156 100 ლა­რი გა­­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თანხ 241 ოჯახზე გა­და­ნა­წილ­და.

გა­ცე­მუ­ლი დახმა­რების მიუხედა­ვად, ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები ტო­რო­შე­ლი­ძეების ოჯახი დახმა­რების პროგ­რა­მა­ში ვერ მოხვდა.

ტო­რო­შე­ლი­ძეების 7 სუ­ლი­­ნი ოჯახი, თა­ვი­სუფ­ლების ­ქუ­ჩა №42-ში, ორო­თახიან, ამორ­ტი­ზებულ სახლში ცხოვ­რობს.

ოჯახის უფ­რო­სის მა­მუ­კა ტო­რო­შე­ლი­ძის თქმით, მე­რი­ას დახმა­რების მი­სა­ღებად რამ­დენჯერ­მე მი­მარ­თა, თუმ­ცა, „მრა­ვალ­შვი­ლი­­ნი ოჯახების დახმა­რების პროგ­რა­მი­დან" მათ­თვის თანხები ამ დრომ­დე არ მო­­ძებნა.

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლობის დაც­ვის და სო­ცი­­ლურ სა­კითხთა კო­მი­ტე­ტის  თავმჯდო­მა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­მარ­ტებით, ამ ეტაპ­ზე მრა­ვალ­შვილი­­ნი ოჯახების დახმა­რებაზე საუბარი­ არ არის.

„მარ­თა­ლი გითხრათ არც კი დამ­დგა­რა დღის წეს­რიგ­ში კონ­კრე­ტუ­ლად, მრა­ვალ­შვილი­­ნი ოჯახების დახმა­რების თე­მა. მაგ­რამ სა­კითხი უყურად­ღებოდ არ დარ­ჩება. თუმ­ცა, რა რო­გორ იქ­ნება ეს
ჯერ არ ვი­ცით. ამ­ დრო­­სათ­ვის კი, თვით­მმარ­თვე­ლობების კე­თილ ნებაზეა და­მო­კი­დებული ასე­თი ოჯახების დახმა­რება", - ამბობს დი­მიტ­რი  ხუნ­და­ძე.

მიმ­დი­ნა­რე წელს ქუ­თა­­სის მე­რი­ამ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მი­სათ­ვის სულ 265 600 ლა­რი გა­მოჰყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებში, ფუ­ლა­დი დახმა­რება ქუ­თა­ის­ში რე­გის­ტრი­რებულ­მა მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯახებმა უნ­და მი­­ღონ. მე­რია 700 ლარიან ერთჯერად დახმარებას იმ ოჯახზე გას­ცემს, რო­მელ­თაც ოთხი და მე­ტი შვი­ლი ჰყავთ. აქე­დან, სა­მი შვი­ლი არას­რუწ­ლო­ვა­ნი უნ­და იყოს.

პროგ­რა­მის ფარ­გლებში, ფუ­ლად დახმა­რება არის გან­საზ­ღვრუ­ლი  მე-4, მე-5  და შემ­დე­გი შვი­ლის შე­ძე­ნის დრო­საც. მე-4 შვი­ლის შე­ძე­ნის შემთხვე­ვა­ში 400 ლა­რი გა­­ცე­მა, ხოლო მეხუთე შვი­ლის შე­ძე­ნი­სას - 500 ლარი. ხოლო, ყოვე­ლი მომ­დევ­ნო შვი­ლის შე­ძე­ნის შემთხვე­ვა­ში, დახმა­რების თანხა 100 ლა­რით იზ­რდება.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა