ოპოზიციაში წასულ იმერეთის ვიცე–გუბერნატორს ვიცე–მერით ჩაანაცვლებენ?
იმერეთის პირველი ვიცე–გუბერნატორის თანამდებობა შესაძლოა ქალაქის ვიცე–მერმა ამირან ძოწენიძემ დაიკავოს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამირან ძოწენიძის
კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისათვის მიღებული არ არის.
ვიცე–გუბერნატორობის კანდიდატის თქმით, ის ამ ეტაპზე ვიცე–მერის თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს. რადგან მისი თქმით, ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი.
„წინასწარმეტყველი არა ვარ და არ ვიცი მომავალში რა იქნება, თუმცა ჩემთვის დიდი პატივია, თუ ჩემს კანდიდატურას ვინმე განიხილავს,“ – ამბობს ძოწენიძე.
შეგახსენებთ, რომ მხარის პირველმა ვიცე–გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რა ის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანდა. აღნიშნული პარტია თავის მიზნად "ნაციონალების" პოლიტიკური სცენიდან გაქრობას ასახელებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე