წყალტუბოში "ნაციონალებს" თვითმმართველობას ართმევენ
წყლტუბოს საკრებულოში ახლადშექმნილმა ოპოზიციურმა პარტიამ ოთხკაციანი ფრაქცია შეიქმნა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფრაქციის შექმნის შესახებ საგანგებო ბრიფინგი პარტიის ქუთაისის ოფისში დღეს გაიმართს.
„ვაგრძელებთ, პროცესს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობისათვის“
თვითმმართველობის წართმევა დავარქვით", – განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო მანჯავიძემ.
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ნიკო ნოკოლაძის განმარტებით, ისინი მხარს უჭერენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იდეოლოგიას.
"ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ სახელწოდების ფრაქციის შექმნა", – განმარტა საკრებულოს უკვე ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნიკო ნოკოლაძემ.
წყალტუბოს გარდა, პარტიის სახელწოდების ფრაქციის ჩამოყალიბება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უახლოეს მომავალში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში 10 კაციანი ფრაქცია – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" გასულ კვირას დაფუძნდა.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი, გოჩა თევდორაძე ხემძღვანელობს.
ავტორი: თეკლა მორგოშია