ქუთაისში გარდაცვლილი წიქარიშვილის საქმე გახსნილია
ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი დავით წიქარიშვილის საქმე გახსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ტყიბულის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული გიორგი ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 11 აპრილს, ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1965 წელს დაბადებულ დავით წიქარიშვილს.
გიორგი ხ–მ მოკლულის ზურგჩანთა, მობილური ტელეფონი და საფულე გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს," – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ძიების მსვლელობისას, შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გიორგი ხ-ს სისხლის სამართლის სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა