|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია: "ქალაქის ისტორიაში დღეს ყველაზე სამარცხვინო ფურცელი იწერება"

ქუთაისის მერია  ქალაქის მერს, ბესიკ ბრეგაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ქალაქის ვიცე-მერებმა და მერიის სამსახურების უფროსებმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ქუთაისის ისტორიაში დღეს ყველაზე სამარცხვინო ფურცელი იწერება.

ქუთაისის ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის თქმით, ბესო ბრეგაძე ღირსეული ადამიანი, კარგი მენეჯერია, ხოლო მათი ყოფილი კოლეგების განცხადება ბრეგაძის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით აბსურდული და სიბრიყვეა.

"ღმერთო დამიფარე ჩემი მეგობრებისაგან და მტრებს მე თვითონ გავუსწორდებიო, დღეს დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვართ. ეს ყველაფერი უკავშირდება 19 აპრილს, „ნაციონალების“ მიერ თბილისში დაგეგმილ აქციასა და ცენტრალური ხელისუფლების პანიკურ შიშს. ჩვენ ვაპირებთ აქციაზე წასვლას, თუმცა 19 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის,“ - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მოქმედი მერისთვის საკრებულო დღეს იმფიჩმენტის გამოცხადებას გეგმავს.

საკრებულო სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა