საკრებულოზე "ნაციონალების" 4 ხმას 17 დეპუტატი დაუპირისპირდა
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობაში მყოფმა "ნაციონალებმა" დღის წესრიგიდან იმ საკითხის ამოღება მოითხოვეს, რომელიც ქუთაისის მოქმედი მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს.
საკითხი "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ დააყენა, თუმცა მას მხარი მხოლოდ 4–მა დეპუტატმა დაუჭირდა. წინააღმდეგ ხმა 17–მა დეპუტატმა მისცა.
"ნაციონალები" ქუთაისის საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 8 დეპუტატით არიან წარმოდგენლინი. თუმცა დღევანდელ სხდომას მხოლოდ 4 "ნაციონალი" ესწრება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა