|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალ მერს კონკურსის წესით აირჩევენ

ქუთაისი ახალი მერის არჩევაზე საკრებულოს მუდმივმოქმედი,  საკონკუროსო–სააგიტაციო კომისია იმუშავებს.
კომისია, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. 
"ეს  არის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იმუშავებს ქალაქის მერის კონკურისის წესით არჩევაზე", – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ  მარგველაშვილმა.
ქუთაისის საკრებულოს აპარატში newpress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კომისიაში კონკურსის პირობებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გაცხადდება"– ამბობს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღეს ქუთაისის მერს, ბესიკ ბრეგაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.
ახალი მერის არჩევამდე, ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე–მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა