ქუთაისელი ჩინოვნიკები 19 აპრილს მთავრობის "შეფხიზლებას" აპირებენ
ქუთაისში, საჯარმო სამსახურებში დასაქმებული "ნაციონალური
მოძრაობის" აქტიური წევრები ამბობენ, რომ 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე აუცილებლად
წავლენ. თუმცა, თვითმმართველობაში
დასაქმებულები აქციისთვის საგანგებო მობილიზაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
"რა თქმა უნდა მე
წავალ აქციაზე. თუმცა ჩემთვის სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ამ აქციას "ნაციონალების" მიერ მოწყობილს უწოდებენ. რეალურად, ამ აქციაზე ის ხალხი მივა, რომლებსაც "ოცნებამ" დაპირებები
არ შეუსრულა,"- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ლევან ჭანჭალეიშვილი.
მისივე თქმით, 19 აპრილს დაგეგმილი აქციის რეალური მიზანი მთავრობის "შეფხიზლებაა" და არა "ნაციონალური პარტიის" გადარჩენის მცდელობა.
"მთავრობის შემაფხიზლებელ" აქციაზე წასვლას, როგორც ირკვევა,
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებს. "მოქალაქეთა სოლიდარობის აქციაზე, მეც დავდგები იმ ხალხის გვერდით, ვინც ქვეყნის განვითარების
დასავლურ კურსს ირჩევს," – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.
ავტორი: ანა ჯანაშია