ქუთაისში წყლის მიწოდება ხვალ 12:00 საათამდე არ აღდგება
ქუთაისის მოსახლეობას ამდროისათვის სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის მიწოდება სავარაუდოდ, ხვალ 12:00 საათამდე არ აღდგება.
"ძლიერმა ქარმა მწყობრიდან
გამოიყვანა უკანეთის მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი
საჰაერო ელექტრო სისტემა. რის გამოც, წყალმომარაგება შეუწყდა ქუთაისის მოსახლეობასა
და ორგანიზაცია-დაწესებულებებს. სასმელი წყლის
მიწოდება აღდგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე. საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.
კომპნიაში განმარტავენ, რომ არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საგანგებო ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ავტორი: თეკლა მორგოშია