"ქუთაისში მოქალაქეების ტოტალური გამოსახლება მიმდინარეობს"
ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებას გამოსახლებების დაუყოვნებლივ შეჩერებასა სთხოვენ. ისინი, ასევე, გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გაცემას მოითხოვენ.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულებმა დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქცია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოძებნოს გზები მოქალაქეთა დასახმარებლად.
„თუ ეს ადამიანები ქუჩაში აღმოჩნდებიან, ეს ისევ ხელისუფლების
პრობლემა იქნება. ამიტომ, მათ მოვუწოდებთ, იმოქმედონ ისე, რომ ამ ადამიანებმა სახლები
არ დაკარგონ და არც საბანკო სექტორი გაკოტრდეს,“ - ამბობს წულაია.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქუთაისში ტოტალური გამოსახლებები
მიმდინაროებს და მოხუცი ადამიანების საწოლზე დაბმა უწევთ იმისათვის, რომ სახლები არ
დაკარგონ.
წულაიას განცხადებით, ისინი მოქალაქეებთან ერთად მომავალი
კვირიდან ფართომასტაბიანი და მკაცრი აქციების გამართვას გეგმავენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე