|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროფკავშირები შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს იწუნებენ

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსის ახალ ვარიანტში ბუნდოვანი ნორმების არსებობას აპროტესტებენ.

პროფკავშირებმა დღეს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.

პროფკავშირების იმერეთის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ირაკლი იობიძის თქმით, ისინი შრომის მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებას მიესალმებიან, თუმცა  კოდექსის გარკვეულ პუნქტებთან პრეტენზიები აქვთ.

„უვარგისი კანონი რომ იცვლება, კარგია, მაგრამ არის კანონის სხვადასხვა მუხლი, რაც გადასახედია. მაგლითად, ეს შეეხება სამსახურიდან გათვისუფლების მიზეზებიდან „სხვა ობიექტური  გარემოებების“ ამოღებას, გაფიცვის პროცედურების გამარტივებას, ქალთა დეკრეტული შვებულების გაზრდას და ღამის საათებში მომუშავეთა შრომის განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას,“ - ამბობს ირაკლი იობიძე.

შეგახსენებთ, რომ შრომი კოდექსის ახალ ვარიანტს  პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა