ქუთაისში "ნაციონალების" აქტივისტი სცემეს
ქუთაისში "ნაციონალების" აქტიური მხარდამჭერი, ირაკლი
გვალია სცემეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს, სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა.
გვალია ორმა უცნობმა პირმა იმ დროს სცემა, როდესაც ის
მაღაზიიდან გარეთ გამოდიოდა.
ირაკლი გვალია მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური
ზეწოლის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. რადგან ის ქალაქის საკრებულოს
ბოლო სხდომაზე, სადაც მერი გადააყენეს, "ნაციონალებს" გულშემატკივრობდა და ოპონენტების
მიმართ რეპლიკებით გამოირჩეოდა.
ამ წუთებში ირაკლი გვალიას, მის მიმართ განხორციელებული
ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე, საჩივარი შეაქვს ქალაქის პოლიციის სამმართველოში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა