|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალების" აქტივისტი ცემის ფაქტს 19 აპრილს უკავშირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ირაკლი გვალიმ დახმარებისათვის სამართალდამცავებს მიმართა.

გვალიას თქმით, ის გუშინ ღამით უცნობმა პირებმა სცემეს. ცემას კი გვალია 19 აპრილსა და „ნაციონალების“ მიერ თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირებს.

ირაკლი გვალიას თქმით, შემთხვევა გუშინ, სასტუმრო „თბილისის“ ტერიტორიაზე მოხდა.

„ჩემმა მეგობარმა ჩამომსვა ამ სასტუმროსთან. მაღაზიაში შევედი ანგარიში რომ შემევსდო, იქედან რომ გამოვედი უცებ შავი ჯიპი გამოჩნდა, ნომერი ნამდვილად არ მახსოვს. მანქანაში მყოფი ორი პირიდან, ერთ-ერთმა ხელი მკრა, მეორემ ცემა დამიწყო და თან მეუბნებოდა, კიდევ წახვალ 19-შიო?  მე არც თანამდებობაზე ვარ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაქვს და აქციაზე მივიდივარ,“ - ამბობს გვალია.

ირაკლი გვალია მომხდარის გამოძიებას სამართალდამცავებს სთხოვს.  შესაბამისი განცხადებით გვალიამ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მიმართა.     

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა