|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილები ფართებს სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებენ

"მაშინ როცა, დევნილები სამინისტროს წინა კართან აქციას მართავდნენ, ისინი უკანა კარებიდან გადიოდნენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ კომუნიკაცია  და მიღების საათები გვქონდეს დევნილებთან", – ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ, ქუთაისში მედიის წარმომადგენლებთან  შეხვედრისას გააკეთა.

რამდენად უმტიკვნეულოდ მოხდება საცხოვრებელი ფართების გადაცემა დევნილებისათვის, რას გეგმავს სამინისტრო დევნილთა ინტეგრირებისა და მათი დასაქმების კუთხით –   ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომლებზედაც დავით  დარახველიძეს მოუწია პასუხის გაცემა.

დევნილთა მინისტრის  განმარტებით, დევნილების სცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მისი განმარტებით, ყველა დევნილი, სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს ფართებს.

"მტივნეული საკითხია დევნილთა დასაქმება. ეს  მთლიანად  ქვეყნის პრობლემაა. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარება ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს", – აღნიშნა მინისტრმა დარახველიძემ.

დავით დარახველიძის ინფორმაციით, სამინისტრო უახლოეს მომავალში  პარალამენტს დევნილთა შესახებ კანონს  შესთავაზებს.

"ამ კანონში არის უამრავი სიახლე. ეს სიახლეები სასიკეთო იქნება დევნილებისათვის", –  განმარტა შეხვედრაზე მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა მინიტრი ორი დღეა იმერეთის რეგიონში დევნილთა განსახლების საპილოტე პროექტს  ეცნობა. დარახველიძე ფართების გადაცემის პროცესს პირადად დაესწრო.  

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა