|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი ერთ კვირაში გამოცხადდება

ქუთაისში, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ქალაქის მერის არჩევაზე უნდა იმუშაოს, ერთ კვირაში ჩამოყალიბდება. ამ დროისთვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"ვიცით, რომ  კომისიის წევრობაზე მოთხოვნა ძალიან ბევრს აქვს. თუმცა, რაოდენობა შეზღუდულია", – განუმარტა  newpress–ს    საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარაგველაშვილმა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობს.

მარგევლაშვილის განმარტებით, კომისია 7 წევრიანი იქნება. მისივე თქმით, მუდმივმოქმედი კომისია საკრებულოს დეპუტატებით და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის ჩამოყალიბებისთანავე, ქალაქის მერის შესარჩევი კონკური გამოცხადდება.

საკრებულოს სააგიტაციო–საკონკურსო მუმდივმოქმედი კომისია, 12 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საგანგებოდ დამტკიცდა. საკრებულოს აღნიშნულ სხდომაზე ქალაქის მერს, ბესიკ ბრეგაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

ამდროისათვის, მერის მოვალეობას ვიცე–მერი ნიკო  კაჭკაჭიშვილი ასრულებს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა