ქუთაისის კლინიკებში პაციენტებისათვის ბრძოლა დაიწყო
ქუთაისში არსებული პოლიკლინიკები სახელმწიფო დაზღვევის მისაღებად მოქალაქეებს მათი სურვილის გარეშე, თავად არეგისტრირებენ.
სამედიცინო დაზღვევის ახალი პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, მოქალაქეს უფლებას აძლევს სამედიცინო დაწესებულება არა ადგილმდებარეობის, არამედ სურვილის მიხედვით შეარჩიოს. თუმცა, როგორც newpress-ს რამოდენიმე მოქალაქემ აცნობა, პოლიკლინიკაში დასარეგისტირებლად მისვლისას, ისინი უკვე სხვა სამედიცინო დაწებულებაში დაზღვეულები აღმოჩნდნენ. თუმცა, შესაბამისი განცხადებით აღნიშნული პოლიკლინიკისათვის არ მიუმართავთ. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის შევსებულ განცხადებაზე აღმოაჩინეს მათივე ხელმოწერები.
რა მეთოდებით ებრძვიან ქუთაისის კლინიკები პაციენტების დასაზღვევად ერთმანეთს? იხილეთ სტატია newpress.ge-ზე
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე