არასამთავრობოები "ნაციონალებს" სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან?
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ქალაქის მერიის
თანამშრომლების დაშინაბაზე საუბრობენ.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ ხელმძღვანელის დავით გოგისვანიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიდიან მერიის სამსახურებში, სამსახურების უფროსებთან და ეუბნებიან, რომ 19 აპრილის „ნაციონალების“ აქციაზე წასვლის შემთხვევაში ისინი დაისჯებიან.
ამგვარ
ქმედებაში „ნაციონალები“ არასამთავრობო ორგანიზააციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“
წევრებს ადანაშაულებენ.
„ეუბნებიან, რომ თუ აქციაზე წავლენ, სამსახურიდან გააგდებენ.
ეს არის სირცხვილი და მე მგონი ასეთი რამ საქართელოს და ქუთაისის ისტორიაში პირველად
ხდება. იმაზეც არის საუბარი, რომ „ნაციონალები“
საჯარო სკოლების დირექტორებთან რეკავენ და აქციაზე წასვლას აიძულებენ. ეს ტყუილია.
განათლების მინისტრია ჩვენი რომ ვაიძულოთ? მე მოვუწოდებ ქუთაისის მერის მოვალეობის
შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთოს ეს უკანონობა, რომელსაც ზოგიერთი
ჩვენი ყოფილი კოლეგა უმაგრებს ზურგს,“ - ამბობს გოგისვანიძე.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძეს უპასუხა,
რომ ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევა, თუმცა იქვე დაამატა, რომ არავის არა აქვს ვინმეს დაშინების უფლება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე