ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალებს" კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდა
ქუთაისის საკრებულოს
ფრაქცია "მაჟორიტარებს" სერგო ლექვინაძე
გამოეთიშა. ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადება ლექვინაძემ დღეს, საკრებულოს
რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
ლექვინაძის
თქმით, ის ამ ეტაპზე არც ერთ ფრაქციაში არ წევრიანდება და საკრებულოში
დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას. როგორც დეპუტატი
ამბობს, სამსახური მას ფრაქციაში ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
„ვფიქრობ, რომ ამ პოზიციიდან უფრო მეტი სიკეთის მოტანას შევძლებ ჩემი ამომრჩევლისთვის,“ - ამბობს ლექვინაძე.
სერგო ლექვინაძე „პრივატ
ბანკის“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ნაცონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში 7 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო უმრავლესობას
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
ფლობს, რომელიც ყოფილი „ნაციონალებითაა“ დაკომპლექტებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე