დავით საგანელიძე: "ნაციონალებისათვის" ხელფასების დაქვითვა სწორი არ არის"
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე „ნაციონალებისათვის“ პარლამენტის გაცდენის გამო ხელფასების დაქვითვას არ ეთანხმება.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა თბილისში მათ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტს ორდღიანი ბოიკოტი გამოუცხადეს.
დავით საგანელიძის თქმით, ის ყოველთვის ოპოზიციაში იყო და ბოიკოტის ამ ფორმას მიმართავდა. აქედან გამომდინარე, ის ოპონენტი კოლეგებისათვის ხელფასების დაქვითვას სწორად არ თვლის.
„ეს მათი ნებაა. ბოლოსდაბოლოს უნდათ, რონ გააცილონ თავინთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური ასპარეზიდან. პოლიტიკური ბოიკოტის ერთ-ერთი ფორმაა გამოსვლები და მიტინგები. ამის გამო ხელფასის დაქვითვა სწორი არ იქნება. ცუდია როცა პარლამენტში ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, თუმცა ორი დღე არა უშავს,“- ამბობს საგანელიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე