ქუთაისის მერიიდან შვებულებით გათავისუფლებულთა რიცხვი 50–მდე გაიზარდა
ქუთაისის მერიაში, დღეის მდგომარეობით 50–მდე თანამშრომელმა სამსახურიდან თავი გაითავისუფლა. გუშინდელი მონაცემებით კი შვებულებაში გასულ საჯარო მოხელეთა რიცხვი 20–ს შეადგენდა.
თანამშრომლების უმრავლესობამ მიმდინარე წლის აპრილიდან ერთთვიანი შვებულება აიღო. ხოლო ნაწილი აპრილის შუა რიცხვებიდან ათდღიანი შვებულებით სარგებლობს.
მერიის სამმა თანამშრომელმა კი სამასხურიდან გასათავისუფლებლად ბიულეტინს მიმართა.
ამდროისთვის, მერიის ადმინიტრაციული შენობის წინ "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები მონიტორინგს აწარმოებენ, თუ როგორია საჯარო მოხელეთა გამოცხადება მერიაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაზე ქუთაისიდან წამსვლელთა კოორდინაციას საკრებულოს "ნაციონალი" წევრებიდა პარტიის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახდენენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა