|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კაკაურიძეების ოჯახს ბინიდან ასახლებენ [Video]

ქუთაისში, კეკელიძის #21 ში მცხოვრებ კაკაურიძეების ოჯახს საკუთარი ბინიდან ასახლებენ.

სამართალდამცავები მათ სახლში დღეს მივიდნენ და ბინის დაცლა მოსთხოვეს. რასაც ოჯახის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა.


კაკურიძეების სამსულიანი ოჯახი, როგორც ირკვევა,  კერძო იპოთეკური სესხის მსხვერპლია.

ოჯახის წევრების განმარტებით,  კერძო იპოთეკარისგან სესხის სახით 30,000 დოლარი 2008 წელს აიღეს. თუმცა სესხის აღებიდან წელიწადნახევარში, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, პროცენტების გადახდა ვეღარ შეძლეს. რის გამოც, მათ სახლს კერძო იპოთეკარი ჰყიდის.

ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით კაკაურიძეებთან დღეს მისულმა სამართალდაცავებმა ოჯახის უფორისის, 80 წლის ეთერ ლომთაძის ჯანმრთელობის მდგომაროება გაითვალისწინეს. მათ კაკაურიძეებს სესხის დაფარვის ვადა ათი დღით გადაუწიეს.

"სირცხვილია, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ასე ექცევა. იქნებ გამოიძებნოს რაიმე საშუალება, რომ სახლის შენარჩუნება შევძლოთ და არ აღმოვჩნდეთ ღია ცის ქვეშ," – ამბობს მამუკა კაკაურიძე.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების საფუძველზე გამოსახლების საფრთხის წინაშე საქართველოში 200 000 ოჯახი დგას.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა