|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალები“ და ეროვნული მოძრაობა ისეა ახლოს, როგორც ქუთაისში პარლამენტი და ჩინეთის კედელი“

საპარლამენტო უმრავლესობაში „ნაციონალების“ მიერ თბილისის აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებენ.

„ნაციონალების“ განცხადებით, ისინი დღეს ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებენ, რომელიც სიძულვილზე არ იქნება დაფუძნებული. 

„ნაციონალური მოძრაობა“ და ეროვნული მოძრაობა ისეა ახლოს, როგორც ქუთაისში განთავსებული პარლამენტის შენობა და ჩინეთის კედელი. მკვლელები, სადისტები ეროვნულ მოძრაობას საქართველოში არასდროს არ აყალიბებდნენ. ჯალათებისა და არჩევნების გამყალბებლების მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა მე არ მახსოვს,“ - ამბობს უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის კობა დავითაშვილის თქმით, მისი აზრით, „ნაციონალების“ აქციაზე დაახლოებით  7 000 ადამიანი იმყოფება.

ხშირად მაქვს აქციები ჩატარებული და მაქსიმუმ რიცხვს ვამბობ, რომ რაიმე არ დავაკლო და გული არ დავწყვიტო. 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავენ, რა ეროვნული მოძრაობა. 5% იანი ზღვარის გადალახვის პრობლმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას“. მე ვნახე, რომ დინამოს სტადიონზე არჩევნების წინ ბევრად უფრო მეტი ადამიანი ჰყავდათ შეკრებილი,“ - ამბობს დავითაშვილი.

დეპუტატის განცხადებით,  თუ „ნაციონალებს“ რეალობის გრძნობა სრულად დაკარგული აქვთ და   ილუზიებში ცხოვრება უნდათ, ის მათთვის ხელის შეშლას არ აპირებს.

მოვუწოდე, რომ ყოველ ოთხშაბათ და პარასკევს შეიკრიბონ, ტრანსპორტირების ხარჯებს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, ჩვენ ძალიან მშვიდად ვმუშაობთ,“ - ამბობს დავითაშვილი.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა