ეკა ბესელია: "ნაციონალებს" ხელისუფლების ხელში ჩაგდება ეჩქარებათ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა
კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას შეფასებით, „ნაციონალებს“
ძალიან ეჩქარებათ სახელისუფლებო ბერკეტების
ხელში ჩაგდება. თუმცა, ბესელია თვლის, რომ ეს
მათ სურვილზე არ არის დამოკიდებული.
ბესელიას თქმით, მას აქვს განცდა, რომ „ნაციონალები“ ისეთ წარსულში დარჩნენ, საიდანაც აწმყოსა და მომავალს ვეღრ ხედავენ.
„ნაციონალებს“ ჰქონდათ შანსი 9 წლის განმავლობაში ქვეყანა უკეთეს გზებზე დაეყენებინათ და კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა 9 წელი იყო დამანგრეველი. ყველაზე არაადექვატური, რაც მოვისმინე აქციაზე ის იყო, რომ ისინი საკუთარ თავს ეროვნული მოძრაობის ლიდერებად მოიაზრებენ. რა ეროვნულ მოძრაობაზეა საუბარი. იმ ადგილას, სადაც ისინი დღეს ეროვნულ იდეებზე საუბრობენ, მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ,“ - ამბობს ბესელია.
ბესელია აქციაზე პრეზიდენტის მისვლასაც ეხება და ამბობს,
რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ლიდერად დარჩა და მან ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე