|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები მიმართვას ავრცელებენ

NIMD ქუთაისის დემოკრატიული სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებულები თელავის უნივერსიტეტიდან სკოლის გაძევების ფაქტს გმობენ და მიმართვას ავრცელებენ:
"ჩვენთვის, ქუთაისის დემოკრატიის სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებულთათვის კატეგორიულად მიუღებელია სკოლის უნივერსიტეტის შენობიდან გაძევების ფაქტი. 
ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებს თელავიდან.
აქვე მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება და დემოკრატიის სკოლას მისცეს უნივერსიტეტის კედლებში ფუნქციონირების ნება," – ნათქვამია მიმართვაში.
თელავის დემოკრატიის სკოლა ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში 2011 წლიდან არის განთავსებულია, რომელიც მასპინძლობს დემოკრატიის სკოლის ტრენინგებს.
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეუთოს და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს დემოკრატიის სკოლებს საქართველოს ოთხ რეგიონში. დემოკრატიის სკოლები თავს უყრის სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს,რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სიღრმისეული წვრთნა თანამედროვე უნარებსა და დემოკრატიული საზოგადოების, დემოკრატიული მმართველობის და ლიდერობის საკითხებში. მონაწილეები ასევე სარგებლობენ მათთვის შექმნილი მცირე გრანტების პროგრამით და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობით.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა