"ოცნების" სასარგებლოდ ბაღდათში კანდიდატურა მოხსნეს
ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით შარაბიძემ საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის - პაატა კიკნაველიძის სასარგებლოდ მოხსნა. აღნიშნულის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიის" კანდიდატებმა დღეს, კოალიციის ბაღდათის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
დავით შარაბიძის თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს
ქართველმა ხალხმა ბრძნული არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
„დღეს ეს ბრძოლა არ დასრულებულა. ეს ბრძოლა გრძელდება
და რადგან რაიონში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება.
შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებს ამჯერადაც ბრძნული არჩევანის გაკეთების,
ხოლო სხვა კანდიდატებს კანდიდატურების მოხსნისაკენ მოვუწოდებ,“ - ამბობს შარაბიძე.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კიკნაველიძე
დავით შარაბიძის გადაწყვეტილებას კარგ პოლიტიკურ ჟესტად აფასებს. მისი თქმით, ეს ამომრჩევლებს
არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.
დავით შარაბიძე ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად "ეროვნულ-დემოკრატიულმა
პარტიამ" წარადგინა, თუმცა შარაბიძე ამბობს, რომ არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ
ყოფილა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე