|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობის დაპირება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ტყუილი აღმოჩნდა

პარ­ლა­მენ­ტში დროებითი სა­გა­მო­ძიებო კო­მი­სია არ შე­იქ­მნება.

კო­მი­სი­ის შექ­მნის აუ­ცი­ლებლობას, რო­მელ­საც კერ­ძო მე­სა­კუთ­რეებისათ­ვის წი­ნა ხელი­სუფ­ლების დროს ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნებებისა და სხვა­დასხვა და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტები უნ­და შე­ეს­წავ­ლა, უმ­რავ­ლე­სობაში ამ ეტაპ­ზე ვერ ხედა­ვენ.

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებამ­დე და არ­ჩევ­ნების შემ­დეგ, კო­­ლი­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" ლი­დე­რები პარ­ლა­მენ­ტში დროებითი სა­გა­მო­ძიებო კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე მუდ­მი­ვად საუბრობდნენ.

კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად უმ­რავ­ლე­სობის წევ­რი, თი­ნა ხიდა­შე­ლი მო­­აზ­რებოდა. ხოლო თა­ვად კო­მი­სი­ას, „ნა­ცი­­ნა­ლების" მმარ­თვე­ლობის დროს მომხდა­რი გახმა­­რებული მკვლე­ლობები, მო­ქა­ლა­ქეებისათ­ვის სა­კუთ­რების ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტები (მათ შო­რის ქუ­თა­ის­სა და სა­ირ­მე­ში) და ჭი­­თუ­რა­ში, მაღა­რო­­ლების მოთხოვ­ნის შე­საბამი­სად, მა­ღა­როს ინ­ვეს­ტო­რის საქ­მი­­ნობა უნ­და შე­ეს­წავ­ლა.

დროებითი სა­გა­მო­ძიებო კო­მი­სიის შექმნა ახალი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რებიდან დაახლოებით ორ კვი­რა­ში უნ­და მომხდა­რიყო.

თუმცა, ამჟამად, თი­ნა ხიდა­შე­ლი newpress.ge-სთან საუბარ­ში აცხადებდა, რომ კო­მი­სი­ის შექ­მნა ძა­ლი­ან ღრმა წარ­სუ­ლის სა­კითხია. რის გამოც, მას­ზე არ საუბრობს.

უმ­რავ­ლე­სობის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე კი აცხადებს, რომ ამ ეტაპ­ზე კო­მი­სი­ის შექ­მნას სა­ჭი­როდ არ თვლი­ან, რად­გან სა­კითხებს, რომ­ლი­თაც კო­მი­სია უნ­და და­ინ­ტე­რე­სებულიყო, პრო­კუ­რა­ტუ­რა იკ­ვლევს.    

„კა­ნონ­მდებლობის მიხედ­ვით, რო­დე­საც საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძიებს, მა­შინ ამა­ზე ცალ­კე არ დგება სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ა. რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რა იძიებს, არ ვთვლით სა­ჭი­როდ კო­მი­ი­ის შემ­ნას. და­ვე­ლო­დებით,   სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რა არ და­ას­რუ­ლებს ძიებას, არ გა­მო­აქ­ვეყნებს მა­სა­ლებს და არ ვნახავთ შე­დე­გებს. შემ­დეგ თუ კითხვები დარ­ჩება,  სა­გა­მო­ძიებო კო­მი­სი­ის შე­ქმნას და­ვიწყებთ," - ამბობს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა