|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დანაშაულის გაუხმაურებელი ფაქტები ქუთაისში

ქუ­თა­ის­ში კრი­მი­ნა­ლის მა­ტებასა და პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან გაუხმა­უ­რებელ და­ნა­შა­უ­ლებებზე საუბრობენ.

რო­გორც newpress.ge-სთან საუბრი­სას ად­გი­ლობრი­ვი მო­ქა­ლა­ქეები აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლობაში ქა­ლაქ­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტებმა მო­ი­მა­ტა. ხოლო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოები მომხდარ და­ნა­შა­ულს გახსნი­ან თუ არ გახსნი­ან, მათ არც ერთ შემთხვე­ვა­ში არ ახმა­უ­რებენ. 

„სა­ფიჩხია­ზე, გა­ნათ­ლების ქუ­ჩა­ზე დაახლოებით ორი თვის წინ მე­ზობელ­მა გვერ­დით მე­ზობელი მოკ­ლა. ჯერ ბალი­ში აა­ფა­რა  სახეზე, შემ­დეგ ეს­რო­ლა. გარ­დაც­ვლილს სახიდან ტყვი­ის გუ­ლა ამო­უ­ღო და სახედა­სახიჩ­რებული ბიჭი ქუ­ჩა­ში და­აგ­დო. მარ­თა­ლი­ა, საქ­მე გაიხსნა, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა არ ახმა­უ­რებს. მკვლე­ლის მთე­ლი ოჯახი თა­ნამ­ზრახვე­ლობის­თვის არის და­კა­ვებული," - ამბობს ერთ-ერ­თი  მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი  ვი­ნაობის გამჟღავ­ნება არ სურს.

სხვა მო­ქა­ლა­ქეები ბოლო დროს ქუ­თა­ის­ში მომხდარ ქურ­დობის ფაქ­ტებზე ამახვი­ლებენ ყურად­ღებას.

„ორი მა­ღა­ზია გა­ი­ქურ­და, ერ­თი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, მე­ო­რე ავ­ტომ­შე­ნებლის ქუ­ჩა­ზე.  დღი­სით, მზი­სით ქალს ჩან­თა გა­მოგ­ლიჯეს ხელი­დან „ზას­ტა­ვა­ზე".  ასე­ვე,  „ზას­ტა­ვა­ზე" მო­ი­პა­რეს მან­ქა­ნა. პატ­რუ­ლი  ნამ­დვი­ლად დარბის ყოველ წუთ­ში, მაგ­რამ კრი­მი­ნალ­მა მო­ი­მა­ტა. ნი­კე­ა­ზე ბინა გა­ქურ­დეს. და­ზა­რა­ლებულ ოჯახს პო­ლი­ცი­ამ უთხრა, რომ მათ­თვის აჯობებდა თუ მომხდარს არ გაახმაუ­რებდნენ. ეს ის ფაქ­ტებია, რაც ჩვენ­სა და ჩვე­ნი ახლობლების ირ­გვლივ ხდება,"  - ამბობებ ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებლები.

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა ბესე­ლია და­ნა­შა­უ­ლის მა­ტებას­თან და­კავ­ში­რებით მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რებს. რო­გორც ბესე­ლია ამბობს, ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კას იც­ნობს. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი მი­სი თქმით, და­ნა­შა­უ­ლის მა­ტების დას­კვნის კე­თების სა­შუ­ა­ლებას არ იძ­ლე­ვა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა